ანა დოლიძე ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიებისთვის სტატუსის შეცვლის და მიწის გაყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ამბობს, რომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მათ შორის რატომ არ არის ტერიტორია გადაცემული იჯარით.
დოლიძის განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციულ გარიგებას.
"ამ მიწის ნაკვეთების სტატუსი კონსტიტუციის დარღვევით იქნა შეცვლილი. იკვეთება სპეციალური ინტერესი, რომლის მიხედვითაც ჩვენი კონსტიტუციის ხელყოფა ხდება. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ პროკურატურამ ჩაიხედოს მთელი ამ წლების განმავლობაში რა ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ ჰესთან დაკავშირებით," - აცხადებს მოძრაობის ”ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე.