დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში უკვე 2887 ადამიანია Pfizer-ის სრული ორმაგი დოზით აცრილი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი" მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით - "ვაქცინაცია გვაახლოვებს":
"38553 აცრა არის ჩატარებული, AstraZeneca-თი 21910, Pfizer-ის პირველი დოზით 13756 და 2887 ადამიანი უკვე Pfizer-ის ორჯერადი დოზით, ანუ სრულადაა აცრილი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.