19 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან სპორტსმენ წულუკიძეების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან სპორტსმენ წულუკიძეების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილები სპორტსმენების პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებენ, რადგან მათი თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა.

წულუკიძეები, ქუთაისში, ნამახვანჰესის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო, რამდენიმე დღის წინ ბათუმში დააკავეს. წულუკიძეებთან ერთად დაკავებულია კიდევ 4 პირი, ძმები ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები.

სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში მომხდარ ინციდენტზე სულ 6 პირი დააკავეს. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

დღის ამბები