პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისის მერის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელება მცდარი ინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის," - განმარტა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნებიდან" სურვილია, რომ მერობის კანდიდატი კახი კვლავ კალაძე იყოს.
"მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით," – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატი შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადამდგარი არჩილ თალაკვაძე იყოს.