17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
კუჭავას საწინააღმდეგოდ ვერაფერზე გავილაშქრებ, პოლიტიკურად უფრო ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარედ დასახელებულ, კახა კუჭავას კანდიდატურას აფასებს და ამბობს, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა. 

"არ ვიცი რა გახდა თალაკვაძის როტაციის მიზეზი. კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. რაც ვიცნობ და რაც ვიცი, ვერაფერზე ავდგები და გავილაშქრებ მის წინააღმდეგ.

ჩვენ გვინდა აქამდე დამკვიდრებული წესი შევცვალოთ პოლიტიკაში, ამიტომ, რასაც ვეთანხმებით იმას დავუჭერთ მხარს და არ ვიკეკლუცებთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი. 

პოლიტიკურად ცხელი კვირა პარლამენტისთვის. 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. პარალელურად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი თავმჯდომარის პირობებში განაგრძობს. კახა კუჭავას პირველივე პლენარულ სხდომაზე აირჩევენ. ის ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით მეთორმეტე სპიკერი იქნება. მანამდე ბიუროს დღევანდელი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე ჩაივლის.

დღის ამბები