17 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ოკუპაციის შედეგად დაღუპული ბაშარულისა და კვარაცხელიას საქმეებში დამნაშავეების დასჯის მიმართულებით სამწუხაროდ მდგომარეობა არ შეცვლილა - ალექსი ბატიაშვილი

სუს-ის ყოველწლიური ანგარიში - პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. 2020 წლის მოხსენებით უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია ზაზა გახელაძესა და ირაკლი ბებუაზე, რომელთაც საოკუპაციო რეჟიმმა ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

"ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ცხინვალის მიმართულებით 64 და აფხაზეთის მიმართულებით 13 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე.

რიგ შემთხვევებში საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებულის ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო ხაზმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის, ასევე ოკუპაციის შედეგად დაღუპული ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას საქმეებში დამნაშავე პირების დასჯის მიმართულებით სამწუხარო მდგომარეობა არ შეცვლილა," - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

დღის ამბები