17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
არც თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, არც კუჭავასთან გამიჭირდება - იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მას "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესები ნაკლებად აინტერესებს.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არც თალაკვაძესთან უჭირდა კომუნიკაცია და არც კუჭავასთან გაუჭირდება. 

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესები ნაკლებად მაინტერესებს. თვითონ რა მიზეზიც თქვეს  ცვლილებებზე, შესაძლოა მანდაც იყოს სიმართლის მარცვალი და სხვა რამეც იყოს დამატებული. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას დავინახავთ როდესაც პარლამენტში შევალთ. მე არც ბატონ თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, არც ბატონ კუჭავასთან გამიჭირდება," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

პოლიტიკურად ცხელი კვირა პარლამენტისთვის. 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. პარალელურად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი თავმჯდომარის პირობებში განაგრძობს. კახა კუჭავას პირველივე პლენარულ სხდომაზე აირჩევენ. ის ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით მეთორმეტე სპიკერი იქნება. მანამდე ბიუროს დღევანდელი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე ჩაივლის.

დღის ამბები