17 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევას ცდილობდნენ - ალექსი ბატიაშვილი

სუს-ის უწყების პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევას ცდილობდნენ. ამის შესახებ პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა.

"უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მათ მიერ მართული, თუ დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოების ცხოვრებაში პირდაპირ, თუ ირიბ ჩარევას, ასევე მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას. დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები. ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს," - ამბობს ალექსი ბატიაშვილი.

მისივე თქმით, კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება უკვე დაწყებულია და გამოვლენილია ყველა ფიგურანტი პიროვნება თუ ორგანიზაცია, თუმცა ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ დაასახელებს.

"საქმეზე გამოძიება დაწყებულია, კონკრეტულ პირებს და ორგანიზაციებს ვერ დავასახელებთ, მიმდინარეობს გამოძიება. კი გამოვლენილია გიდასტურებთ, თუმცა ვერ დაგისახელებთ ვერც ორგანიზაციებს, ვერც სახელმწიფოებს და ვერც პიროვნებებს," - აცხადებს ის.

დღის ამბები