იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მას არ ჰგონია, ინდურ შტამზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოქმედებდეს, რადგან მან ამ შტამის ზემოქმედების შეფასება ვერ მოასწრო.
"არ მგონია ინდურ შტამზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოქმედებდეს. მას ამ შტამის ზემოქმედების შეფასება არ აქვს მოსწრებული. "ასტრაზენეკას" ყველაზე მეტი რაოდენობა გამოყენებული ინდოეთში იყო, მაგრამ საუბარი იმაზე, მუშაობდა თუ არა, ეს ვაქცინა ინდური შტამის მიმართ ძალიან ადრეა,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.