17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"ეს პროექტი აშენდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის" - საქართველოში თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე​

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ნამოხვანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა პროცესი ტენდერზე და შეთანხმებაზე საჭიროა იყოს სრულად გამჭვირვალე.

ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი აშენდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის და არავითარ შემთხვევაში ქართველების წინააღმდეგ.

"მივესალმები ნდობის გაძლიერებისთვის მიღებულ ზომებს მთავრობის მიერ, დიალოგის გაფართოებას მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით ნამახვანში. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, არის კონტრაქტი პასუხისმგებლობასთან ერთად. კომპანია "ენკას", მთავრობას და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს, უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი.

ეს პროექტი აშენდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ეს არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ.

ამავე დროს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, მიზანმიმართული პროპაგანდა თურქეთის შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იყო დემონსტრანტების აგიტაციისთვის, ეტაპობრივად ქრება.

გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა შევახსენო ყველას, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი, თურქულ ბიზნესებს საქართველო არ დაუტოვებიათ, ვფიქრობ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ამას ასევე სჭირდება მუდმივი ძალისხმევა.

"ფეისბუქში" ვხედავ ახალ გვერდებს, რომლებიც საუბრობენ გიჟურ იდეებზე და სპეკულაციებზე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არავის სურს რიონის წყლის თურქეთში წაღება. ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე საქართველოსია," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები