04 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ინდური შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება - შემთხვევები, ამჯერად, იტალიაში დაფიქსირდა

იტალიაში ინდური შტამის ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა.

ლუკა ზაიას თქმით, ორივე შემთხვევა სოფელ ბასანოში დაფიქსირდა, ინფიცირებულები მამა-შვილი არიან. ისინი ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ინდოეთიდან.

2 დღის წინ იტალიამ ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების შესვლა აკრძალა. რაც შეეხება იტალიის მოქალაქეებს, რომლებიც ინდოეთში იმყოფებოდნენ, მათ მოუწევთ კორონავირუსის ტესტის ჩატარება და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები