4-წლიანი სახელმწიფო პროგრამა უკვე დამტკიცებულია და პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამა 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქვეყანა განახლებას იწყებს.