19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ვარსკლავების ტესტირება კოვიდზე და ნაწილობრივ ონლაინფორმატში ჩატარებული ცერემონიალი - "ოსკარების" გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

ოსკარის 93-ე ცერემონია წელს რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად გაიმართა. დოლბის თეატრში და Union Station-ში დამსწრე საზოგადოება კინემატოგრაფის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ელოდა.

ტრადიციულად, მონაწილეებმა ჯერ წითელ ხალიჩაზე გაიარეს და ფოტოგრაფების წინ სხვადასხვა მოდის სახლების მიერ შერჩეული სამოსით იპოზიორეს.

ამანდა საიფრიდი წითელი არმანის კაბით, 57 წლის ბრედ პიტი - კლასიკური სმოკინგით, ჰოლი ბერი - იასამნისფერი "დოლჩე და გაბანას" კაბით, ​რეჯინა კინგი კი - "ლუი ვიტონის" კაბით, რომელიც 140 საათის განმავლობაში ვიტონის სახელოსნოში იქმნებოდა - ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, ტრადიციულად, ბრწყინავდნენ.

დღის ამბები