ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა.
პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობას მმართველ გუნდთან ოპოზიცია ხვალ განაგრძობს.
"ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები. ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.
არსებობს საკითხები, სადაც დავაახლოვეთ პოზიციები.
არსებობს შეთანხმება, რომელიც არის ხელმოწერილი ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის ევროკავშირიც მედიაციით ხელშეწყობილი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ახლა უნდა მივყვეთ შეთანხმების გეგმას,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის IRI-ს ოფისში გაიმართა.