17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება... ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერაფერს გადაწონის - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება რადგან "ქართულ ოცნებას" ევროკავშირთან აღებული აქვს პასუხისმგებლობა.

"დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთესს მომავალზე.

შეთანხმებას სჭირდება შესრულება, "ქართული ოცნება" რჩება ერთგული შეთანხმების, აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზე. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. კანონპროექტი დაინიცირდება აუცილებლად და იქცევა კანონად! "ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერაფერს გადაწონის,"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები