ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850- ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 938-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.
24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 5,76%, ბოლო 14 დღის - 4,19%, ბოლო 7 დღის - 4,48%.