11 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
ინდოეთის მთავრობამ Twitter-ს კორონავირუსის შესახებ გავრცელებული კრიტიკული პოსტები დააბლოკინა

ინდოეთის მთავრობამ, სოციალური მედია პლატფორმა Twitter-ს, კორონავირუსის შესახებ გავრცელებული კრიტიკული პოსტების მოხსნა სთხოვა. ამან კი, ინდოეთის მოსახლეოის აღშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

Twitter-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ მან ზოგიერთი კრიტიკული მასალა, რომელიც ინდოეთში გავრცელდა, დაბლოკა.

ქვეყანას შემთხვევების მასიური ტალღა ემუქრება, ადგილზე ჟანგბადის ბალონებისა და მედიკამენტების დეფიციტია. Twitter–ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინდოეთის მთავრობა დაადანაშაულა, რომ "ტვიტერის" წაკითხვის ნაცვლად, ჟანგბადის ბალონები არ მოიმარაგა. წლის დასაწყისში ინდოეთის მთავრობამ მიიჩნია, რომ მან ვირუსი დასძლია.

თებერვლის შუა რიცხვებში ახალი შემთხვევები 11 000-მდე დაეცა, ვაქცინების ექსპორტი მიმდინარეობდა და მარტის თვეში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთი პანდემიასთან ბრძოლის "ბოლო თამაშშია". პრემიერ-მინისტრის თქმითვე, მეორე ტალღა იყო ქარიშხალი, რომელმაც ქვეყანა შეძრა, მაგრამ "პანდემიასთან ბრძოლისთვის მთავარი პოზიტიური მიდგომაა".

დღის ამბები