17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოსცა. 

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!"- წერს პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. 

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყო. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და იმავე წლის 20 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავად რურუა წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი რურუა საპატიმროს სავარაუდოდ დღესვე დატოვებს. 

დღის ამბები