17 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით აირჩიეს 

პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი თავმჯდომარის პირობებში განაგრძობს.

კახა კუჭავას მხარi 86 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 6.

"დღეს ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ. ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. მინდა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მისი ინიციატივით წარმადგინეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე," - განაცხადა კახა კუჭავამ. 

კახა კუჭავა ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით მეთორმეტე სპიკერია. 

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არჩილ თალაკვაძე იკავებდა. 

"ქართული ოცნების" პირობებში ერთი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება მეორედ მოხდა. წინა შემთხვევაში, 20 ივნისის მოვლენებისას, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

დღის ამბები