05 სექტემბერი 2026,   18:00
ვრცლად
"ველოდებით გიორგი რურუას ტყვეობიდან განთავისუფლებას"- ადვოკატმა რურუა ციხეში მოინახულა

ამ დრომდე უცნობია, როდის მოაწერს ხელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს. ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა და პასუხი ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე. სალომე ზურაბიშვილმა აქტს ხელი უნდა მოაწეროს და გამოსცეს.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება მისი უფლებადამცველი. ლევან სამუშიამ რურუა დღეს საპატიმროში მოინახულა.

"ვნახე ბატონი რურუა, პოლიტპატიმარი და როგორც თქვენ, ისევე ყველა ველოდებით მის ტყვეობიდან განთავისუფლებას. იმედია ის აღებული და ნაკისრი ვალდებულება, რაც აქვს, სალომე ზურაბიშვილი შეასრლებს და დანარჩენ კითხვებზე ალბათ თვითონ გაგცემთ პასუხს ბატონი გიორგი, როდესაც გამოვა გარეთ,"- განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები