საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, თანამდებობის დატოვების შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"მე არ ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას გვაჩვენებს საქმე. იმედი მაქვს, შევძლებ ბალანსის დაცვას.
ეს იყო თალაკვაძის გადაწყვეტილება, მან ძალიან კარგად განმარტა მოტივიც. ის ხშირად იმეორებდა, რომ "ქართულ ოცნებაში" თანმდებობისთვის მოსული არავინ არის, რაც ძალიან კარგად დაამტკიცა,"-აღნიშნა კახა კუჭავამ.