17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - "წინსვლის" წევრებს სტიკერების გაკვრის უფლება არ მისცეს

დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაური და დაპირისპირება იყო. მოძრაობა "წინსვლის" წევრები შენობასთან შეიკრიბნენ და სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი შესაძლებლობაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დღეს მოძრაობა "წინსვლის" წევრები "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისებთანაც იმყოფებოდნენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ნაცმოძრაობას, შარლ მიშელის წარმოდგენილ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ძალიან მარტივად. მათ დაგვახვედრეს ახალაიების გაწვრთნილი ზონდერები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იყვნენ დესტრუქციულები,"- განაცხადა მოძრაობა "წინსვლის" წევრმა შაკო კუჭაშვილმა

დღის ამბები