17 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ერგნეთში IPRM-ის 99-ე შეხვედრა გაიმართა - მთავარი საკითხები კვლავ უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები და უკანონო ბორდერიზაცია იყო

6-საათიანი განხილვის შემდეგ ერგნეთის მორიგი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა, მათ შორისაა ზაზა გახელაძე. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ასევე დააყენა უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში დღეს რიგით 99-ე შეხვედრა გაიმართა.

"მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახში დაბრუნების საკითხი, ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე, მივდივართ ამ შედეგისკენ, იდგმება გარკვეული ნაბიჯები. საუბარი შეეხო ისეთ მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა უკანონო ბორდერიზაციის საკითხი,"- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრებიან და მათ არსებულ ვითარებაზე მიაწვდიან ინფორმაციას.

დღის ამბები