17 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ დატოვოს უკანონო პატიმრობა - გიორგი რურუა

გიორგი რურუა თავისუფალია - საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, საჯაროდ აღნიშნა, რომ პირველი პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულია, კრიზისის სრულად დასაძლევად, კი ახლა მნიშვნელოვანია, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა მელია. 

მან მადლობა გადაუხადა ელჩებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, მედიას, არასამათავრობო ორგანიზაციებს, ომბუდსმენის აპარატს და სხვებს. 

"თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში - შაჰინს და რიშს, ასევე კუბილიუსს, ანა ფოტიგას, გრეგოროვას და სხვებს.

რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და, კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. მოგეხსენებათ, რომ 1.5 წელი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მგონი ყველასთვის ნათელია. ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, უნდა ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა და მწამს. მინდა მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, ასევე, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს,"- განაცხადა გიორგი რურუამ.  

გიორგი რურუას განმარტებით, ის აქტიურ მოქალაქედ რჩება.

"არ ველოდი შესრულებას, ეს გასაგებია, რატომაც, იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ ძალიან ბევრჯერ მოუხდათ ტყუილის თქმა, სიტყვა გატეხეს. მე მგონი, ნორმალურია, თქვენც არ ენდობით იმ ადამიანს, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხს. მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ, თქვენი უფლებებიც დავიცვათ, ჩვენი უფლებებიც, პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, ჩვენი საქმეა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე სხვადასხვა პლატფორმიდან," - განმარტა გიორგი რურუამ გათავისუფლების შემდეგ.

დღის ამბები