17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
იმ დეპუტატებს, ვინც პარლამენტში შევიდნენ, წარმატებას ვუსურვებ - გიორგი რურუა

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას თქმით, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს უნდა დასთანხმდეს და საპატიმრო დატოვოს.

რურუამ ასევე იმ დეპუტატებს უსურვა წარმატება, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. მისი შეფასებით, შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები უნდა შესრულდეს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო ეროვნული ამნისტია გამოცხადდეს. ახლა გამოუძიებელ საქმეში რომელ ამნისტიაზე უნდა ვლაპარაკობდეთ?! მთავარია გამოძიება ჩატარდეს, შემდეგ დაზარალებულები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, აპატიებენ თუ არა და მე პირადად, ისინი თუ აპატიებენ, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ მოხდეს ამნისტია.

მე ნიკას პირველივე დღეს დიტო საძაგლიშვილის პირით შევუთვალე ჩემი აზრი და ამას ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ მე რომ ნიკას ადგილას ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე ნიკასი მესმის სრულიად, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის. ვუსურვებ მალე დატოვოს საპატიმრო ნიკამ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება კრიზისის დასაძლევად.

პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება. ის ერთი პუნქტი - ამნისტიას ვგულისხმობ, როცა საკანში მოვისმინე, ვერ მივხვდი რა იყო, დანარჩენი 4 მისაღებია და ვფიქრობ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ," - აღნიშნა გიორგი რურუამ.

დღის ამბები