17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც - გიორგი რურუა

წელწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი რურუამ საპატიმრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემდეგ დატოვა. "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ციხის დატოვების შემდეგ იმ შეთანხმებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის ერთ-ერთ მთავარ საკითხსაც მისი და ნიკა მელიას საპატიმროებიდან გათავისუფლება წარმოადგენდა. ნიკა მელიასა და ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, გიორგი რურუა ოპოზიციის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას არ აკრიტიკებს:

"მე ნიკას პირველივე დღეს დიტოს პირით შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი მესმის სრულიად, ის არის მართალი, პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ, რომ მალე დატოვოს და ეს ერთი ნაბიჯი გადაიდგმება კრიზისის დასაძლევად.

მე პარლამენტში ვინც შევიდა იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება. ამნისტიის პუნქტი რომ მოვისმინე, მეც ვერ მივხვდი და მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა და სამწუხაროდ ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია და ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც," - განაცხადა გიორგი რურუამ.

დღის ამბები