მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ცვლილება უკვე განხორციელებულია. არჩილ თალაკვაძე კახა კუჭავამ ჩაანაცვლა. პირველი მილოცვაც უკვე მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ მისი წინამორბედისგან მიიღო.
კახა კუჭავა მეათე მოწვევის პარლამენტის სპიკერად 86 ხმით აირჩიეს. არჩევამდე კი იყო მიმართვა. საპარლამენტო ტრიბუნა თავმჯდომარის რანგში ახალმა სპიკერმა შეცვლილ კონფიგურაციაზე და ქვეყნის საგარეო კურსზე საუბრისთვის გამოიყენა.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა დღეს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" არ მიუღია. კუჭავას ბალანსზე საპარლამენტო ოპოზიციის 2 პარტიის "ევროპელი სოციალისტებისა" და "მოქალაქეების" ხმებიცაა.
კენჭისყრაში მონაწილეობაზე საერთოდ უარი თქვეს სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა. წინააღმდეგ მხოლოდ 6 ხმა იყო და ექვსივე სავარაუდოდ კახა კუჭავას ყოფილი თანაგუნდელები და გიორგი გახარიას გუნდის წვერები იყვნენ.
მძიმე ოპონირებას უკვე ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციას სხდომათა დარბაზში ჰპირდება.