07 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე პატრიარქს შეხვდა

პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.  კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

დღის ამბები