საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია. ამის შესახებ Twitter-ზე ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ დაწერა.
მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხვალიდან დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.