17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
დრო აღარ რჩებოდა და ამნისტიაზე ზეპირად დავაზუსტეთ ბევრი დეტალი, რაზეც ახლა ინტერპრეტაციებს აკეთებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე მუშაობისას მისი სურვილი იყო, რომ ამნისტიის საკითხი უფრო მეტად დაზუსტებული ყოფილიყო, თუმცა დროის უქონლობის გამო დეტალების დაზუსტება ზეპირად მოხდა, რაც ახლა ინტერპრეტაციების საგანი გახდა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"ჩვენ ზოგადად ამ შეთანხმების ფარგლებში შევთანხმდით ძალიან ბევრ რამეზე. ამნისტიის თემა შემოთავაზება იყო მედიატორების, როგორც  ინსტრუმენტი ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დასრულების. მე მქონდა განცდა რომ ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა იქნებოდა რთული და სწორედ ამიტომ მოლაპარაკების პროცესში დავაყენე საკითხი, რომ ჩვენ განგვეხილა კანონპროექტის ტექსტის შეთანხმებაც, და ეს ყოფილიყო თანდართული, როგორც თანმდევი დოკუმენტი. მაგრამ პირდაპირ, რომ გითხრათ ჩაითვალა, რომ ამისი დრო აღარ რჩებოდა მოლაპარაკების ფარგლებში და ამიტომ გაკეთდა ის ჩანაწერი, რაც გაკეთდა და ჩვენ ზეპირად დავაზუსტეთ ბევრი დეტალები და ამ ზეპირ დაზუსტებებზე სხვადასხვა ინტერპრეტაციებს აკეთებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ინტერპრეტაციები შეეხება სწორედ იმას, თუ ვის შეეხება ამნისტია, იმიტომ, რომ მე მქონდა ძალიან მყარი განცდა, რომ ეს შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ აღძრულ საქმეებს და არაფერს რაც არ არის გამოძიებული და საქმე აღძრული," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, მისი თქმით, ამის ფიქრის საფუძველს აძლევდა ის, რომ 20 ივნისის მოვლენებიდან უკვე 2 წელია გასული და ხელისუფლება თვლის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღის ამბები