არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდში თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ გამართულა თუმცა, "ქართული ოცნების" სურვილია, რომ სწორედ კახა კალაძე იყოს ამ გუნდის წარმომადგენელი თბილისის მერის არჩევნებზე:
"კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, დედაქალაქის ძალიან წარმატებული მერი და მე იმ შეხვედრებიდან გამომდინარე რაც მაქვს ხოლმე საზოგადოებასთან, მე მჯერა, რომ თბილისის ძალიან ბევრი მოქალაქე მას კვლავ აირჩევს მერად. მთელი გუნდის სურვილი არის, რომ ის იყოს მერობის კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ გავიმარჯვებთ თბილისის არჩევნებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ თავად კახა კალაძე ისაუბრებს, როდესაც ამისი დრო იქნება.