ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხმაურება. ანა ფოტიგა იმედს გამოთქვამს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაც მალე გათავისუფლდება.
"გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას," - წერს ანა ფოტიგა.