17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ოპოზიცია პარლამენტს ამნისტიის საკუთარ პროექტს დღეს წარუდგენს

უშედეგოდ დასრულებული მცდელობა - მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ამნისტიის პროექტზე საბოლოო შეთანხმებას და ორი პროექტის ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბებას ვერ მიაღწიეს. მიღებულია გადაწყვეტილება, პროექტების პარლამენტში ცალ-ცალკე დაინიცირების შესახებ.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადადგა, დღეს კი საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ პროექტს ოპოზიცია წარუდგენს. უმრავლესობის ოპონენტები თვლიან, რომ კანონპროექტში მუხლობრივად უნდა გაიწეროს, კონკრეტულად ვის შეეხება ამნისტია და მმართველი პარტიის პოზიციას - დოკუმენტში კონკრეტული ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული - არასწორად მიიჩნევს.

მხარეთა შორის კიდევ ერთი შეუთანხმებლობის მიზეზი ჩანაწერში დაზარალებულის თანხმობაა.

დღის ამბები