საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 307 401 ადამიანი დაინფიცირდა.
ინფექციას კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4077 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 878 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 288 816-ია.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 487 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 878, PCR ტესტით - 17 609.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5.26%, ბოლო 14 დღის - 4.39%, ბოლო 7 დღის - 4.63%.