17 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე დანაშაული, სავარაუდოდ, მელიას აქვს ჩადენილი უფრო მძიმე დანაშაულს ამნისტია არ შეეხება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის პროექტში მძიმე დანაშაულები, მათ შორის, სხეულის მძიმე დაზიანება არ შევა.

პაპუაშვილის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე დანაშაული, სავარაუდოდ, ნიკა მელიას აქვს ჩადენილი და სხვა მასზე უფრო მძიმე დანაშაული, არც ხვდება ამნისტიაში.

"პირველი და მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენი ოპონენტები ჩვენ და შარლ მიშელის დოკუმენტს არ გვეთანხმებიან, არის ის, რომ უნდა მოხდეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გვერდის გადაფურცვლა და ამ საკითხის დახურვა. თუკი ვიტყვით, რომ კი, უნდა მოხდეს, აქ უკვე ავტომატურია პასუხი - უნდა შეეხოს მუხლების რაც შეიძლება ფართო წრეს.

მიმდინარე საქმეებიდან გამომდინარე, უმძიმესი დანაშაული, რომლის ამნისტირება, პატიებაც ხდება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს ნიკა მელიას. ყველაზე მძიმე დანაშაული მას აქვს ჩადენილი - ეს არის ძალადობის ორგანიზება, ძალადობაში მონაწილეობა. სხვა მასზე უფრო მძიმე დანაშაული თუკი არის ჩადენილი, ის ამნისტიაში არც ხვდება, მაგალითად სხეულის მძიმე დაზიანება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები