რა განსხვავებაა 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის იმ ორ კანონპროექტს შორის, რომელზეც პარლამენტი მუშაობას იწყებს - "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მხარს უჭერს იმ შინაარსს, რომელიც მედიატორების შეთანხმებაშია გაწერილი, რაც გულისხმობს სრულ ამნისტიას, თუმცა კანონპროექტში კონვენციური მუხლები არ მოხვდება.
მმართველი გუნდის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტზე ინტერპრეტაციები უპასუხისმგებლობისა და სიჯიუტის გამოვლენაა.
"მთავარი თემებზე და პრინციპებზე ამაზე ხელი უკვე მოწერილია. ჩვენ ვიცავთ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის პრინციპებს. ამის ფონზე კი ინტერპრეტაციები, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის, ან არაკომპეტენტურობის, ან იმ სიჯიუტის გამოვლენაა, რომ არ უნდათ ერთობლივი ინიცირებით მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.