19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, კომენდანტის საათი მოიხსნას

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მისი უწყება მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ვაქცინის სრული - 2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ. 

"ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის - იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი... რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა. 

"ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან" - განაცხადა გამყრელიძემ. 

დღის ამბები