17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია - ხაზარაძე 20 ივნისის საქმეზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისი საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

"მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, რადგან არანაირად არ ვეთანხმებით "ქართული ოცნების" მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ინფორმაცია არის დახურული, "ქართული ოცნება" ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ, სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება. ამას სჭირდება დადგენა," - განაცხადა ხაზარაძემ.

დღის ამბები