17 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - სულხან მოწყობილი და რუსლან ქორიძე  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. 

რუსლან ქორიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე, 2014-2016 წლებში იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას, ხოლო სულხან მოწყობილი 2017-2018 წლებში ქობულეთის ვიცე მერის პოზიციაზე მუშაობდა. 

ასევე, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მირზა ბახტაძე, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტზეა ბრალდებული და მის საქმეს სასამართლო განიხილავს. 

 

დღის ამბები