17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა რას აწერს ხელს და რომ მოაწერს, მერე აღარ უნდა გადათქვას - ბექა დავითულიანი ამნისტიის პროექტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია ცხადად და გარკვევით არის განმარტებული.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ამნისტია არ შეეხება იმ დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციას ეწინააღდმდეგება.

"დოკუმენტში ცხადად და გარკვევით წერია, ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებს და ყველა დანაშაულს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციას. ამიტომ ჩემთვის ყველაფერი მარტივი და გასაგებია. უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ჯგუფმა, რას აწერს ხელს და რომ მოაწერს, მერე უკვე აღარ უნდა გადათქვას," - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

დღის ამბები