17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
უკრაინა და საქართველო დაპირებისამებრ მიიღებენ მაპს - ანა ფოტიგა

ევროპარლამენტის დეპუტატი ანა ფოტიგა გიორგი რურუას გათავისუფლებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ეს მშვიდობიანი პერიოდის დასაწყისი იქნება.  

დეპუტატმა, ბრიუსელში, პლენარულ სხდომაზე ონლაინ ჩართვისას გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა და საქართველო დაპირებისამებრ მაპს მიიღებენ.

"პირველ რიგში, მინდა გამოვხატო სიხარული, რომ დიდი ხნის შემდეგ გიორგი რურუა თავისუფალია. ეს ბევრი ადამიანის ძალისხმევის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ ეს მშვიდობიან პერიოდს ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დაძაბულობის აღმოფხვრისათვის. დღეს ჩავედი ვარშავაში იმისათვის, რომ მხოლოდ 2 წუთი მესაუბრა რუსეთზე ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. საუბრის დროს შესაძლებლობა მქონდა გამომეთქვა იმედი, რომ უკრაინა და საქართველო დაპირებისამებრ მიიღებენ მაპს. ამის მისაღწევად აუცილებელია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების მიმართულებაზე, საქართველოს ყველა მხარე, მინიმუმ ძირითადი ნაწილი, თანხმდებოდეს და ამაში ვგულისხმობ ოპოზიციის უმრავლესობასაც,"- აღნიშნავს ანა ფოტიგა.

დღის ამბები