17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ნიკა მელია გონიერი კაცია და ვიმედოვნებ, მიიღებს ამ გირაოს, ისევე როგორც ამნისტიას - პეტრას აუსტრევიჩიუსი​

ევროპარლამენტის დეპუტატი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია მიიღებს გირაოს, ისევე როგორც ამნისტიას. დეპუტატი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ ეძებენ რაიმეს დამატებით და ნუ შეუშლიან ხელს პროცესს.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საუკეთესო გამოსავალი და გათავისუფლების გზა შეგვეთავაზებინა ბატონ მელიასათვის. ის გონიერი კაცია და ვიმედოვნებ, მიიღებს ამ გირაოს, ისევე როგორც ამნისტიას, რომელიც, იმედი მაქვს, შეთანხმდება და შესრულდება.

ნუ ეძებთ რამეს დამატებით, ნუ შეუშლით ხელს პროცესს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე პასუხისმგებლობა ყველას აკისრია. შეთანხმების პირობების სწრაფი და სრულყოფილი შესრულებით ყველა მოგებული დარჩება,"- აცხადებს პეტრას აუსტრევიჩიუსი.

დღის ამბები