17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
​პატივს ვცემ იმ პასუხისმგებლობას, რაც არჩილ თალაკვაძემ და "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა -  კუბილიუსი პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილებაზე​

ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრიუს კუბილიუსი ნიკა მელიას მოუწოდებს, მიიღოს შარლ მიშელის შეთავაზება გირაოსთან დაკავშირებით. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ფაქტი საინტერესო და პოზიტიურია.

"პირველ რიგში, მოვუწოდებ ნიკა მელიას, მიიღოს შარლ მიშელის შეთავაზება და როგორც გუშინ თქვა, ის მიიღებს ამ შეთავაზებას გირაოსთან დაკავშირებით. არსებობს შეთანხმება, სადაც საუბარია ამნისტიის კანონზე. რა თქმა უნდა, იქნება დისკუსიები პარლამენტში, თუ რა უნდა ჩაიწეროს ამ კანონში. ეს ნორმალური პროცედურაა.

ამნისტიის განსხვავებულ კანონპროექტებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში და არა ულტიმატუმების და წინააღმდეგობის ფონზე. ვიმედოვნებ, პროცესები წინ წაიწევს.

საინტერესო და შესაძლოა, პოზიტურიცაა, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება. წავიკითხე ყოფილი სპიკერის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ეს თანამდებობა უფრო ნეიტრალურმა პირმა უნდა დაიკავოს. პატივს ვცემ მის განცხადებას, არ ვიცი სხვა მიზეზი, თუმცა, პატივს ვცემ ამ განცხადებას და პასუხისმგებლობას, რაც არჩილ თალაკვაძემ და "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა,"- აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.

დღის ამბები