05 მაისი 2024,   14:24
ვრცლად
ვაქცინაცია, მედიკამენტების ფასები, გახმაურებული საქმეები და პანდემიასთან ბრძოლა - ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში იმყოფებოდა.

45 წუთიანი მოხსენება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში პანდემიაზე საუბრით დაიწყო. ყველაზე მეტი დროც "კოვიდ 19-ის" წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის სამინისტროს როლს დაუთმო. ისაუბრა იმუნიზაციის პროცესზე და მოსალოდნელ მესამე ტალღაზეც.

მინისტრის მოხსენებას საპარლამენტო ოპოზიციდან - "მოქალაქეები", "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" ნაწილი და უმრავლესობიდან სულ ახლახან ოპოზიციაში გადასული დეპუტატები ესწრებოდნენ. მათ უმრავლესობას განსაკუთებით ვაქცინაციის პროცესი აინტერესებდა, თუმცა, იყო სხვა კითხვებიც - მათ შორის, მედიკამენტებზე მომატებულ ფასებთან დაკავშირებით. 

ახალი თავმჯდომარის პირობებში ეკატერინე ტიკარაძე პირველი მინისტრი იყო, რომელმაც "მინისტრის საათის" ფორმატით ისარგებლა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დღის ამბები