ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არის მოლოდინი, რომ დადებითობის მაჩვენებელი დაიკლებს და ინფიცირების პიკური მაჩვენებელი აღარ იქნება.
ამის შესახებ მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"დადებითობის მაჩვენებლის გარდა, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შეფასებაც. ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ პერიოდში იქნებოდა ინფექციის გავრცელების ზრდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და ეს კოეფიციენტი შევამცირეთ. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითობის მაჩვენებელი დაიკლებს. შესაძლოა მოვახერხოთ და პიკური მაჩვენებლის გარეშე ვმართოთ ეს ტალღა,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.