ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ღამის კურიერში" დასმულ შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ის თანამდებობიდან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ლარის მკვეთრი გაუფასურებაა, აცხადებს, რომ - არა.
როდესაც კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (2016 წელს) გახდა, ერთი დოლარის ღირებულება - 2.5 ლარი იყო. დღეს კი, ოფიციალური მონაცემებით - 3.45-ია.
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდს აფასებს:
"მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა გამოწვევები იყო ამ პერიოდში. ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ამიტომ, საკმაოდ ბევრი მიზეზი იყო იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო კურსი გაუფასურებულიყო," - აცხადებს კობა გვენეტაძე.