აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ს რეაქცია მათი ქმედების პირდაპირპროპორციული იყო.
"მკაფიოდ გავაგებინე პუტინს, რომ ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, მაგრამ მათ ქმედებებს მოჰყვება შედეგები, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება. და ეს სიმართლე აღმოჩნდა. ასე რომ, პირდაპირ და პროპორციულად მქონდა რეაქცია რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის არჩევნებში და რუსეთის კიბერთავდასხმებზე ჩვენს სახელმწიფოსა და ბიზნესზე. მათ ორივე ეს ქმედება ჩაიდინეს, მე ვუთხარი რომ ვუპასუხებდით და ვუპასუხეთ. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია თანამშრომლობა, როდესაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია. ჩენ ვითანამშრომლეთ, როდესაც გავახანგრძლივეთ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შეთანხმება, ასევე ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებზე, მაგრამა პუტინი ხვდება, რომ ჩვენ მათ ქმედებებს პასუხს გავცემთ,"-განაცხადა ბაიდენმა.