17 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
ყველაზე ბოროტი და მავნებლური საბჭოთა ნორმა - იაგო ხვიჩია ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატები დღეს ამნისტიის 2 კანონპროექტს განიხილავენ, პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, ქვეყნის მომავლისთვის "ყველაზე ბოროტი დოკუმენტია".

იაგო ხვიჩიამ აღნიშნულ კანონპროექტს, მავნებლური საბჭოთა ნორმა უწოდა.

"ამნისტიის კანონპროექტი არის ყველაზე ბოროტი პროექტი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ამით ფაქტობრივად 12 საათიანი პატიმრობის ვადა აქტივიზმზე გავზარდეთ 48 საათამდე. მე ეს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია და ჩემი აზრით, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამის გაკეთებით კი, ჩვენ ძალიან ცუდ საქმეს ვაკეთებთ და იმით, რომ ასეთ დროს ვიდროვეთ და დაჩქარებული წესით, ქართველი ხალხის ზურგს უკან, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური საბჭოთა ნორმა შემოვიღეთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები