17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
მართლა გჯერათ, რომ მუხლებით, მომატებული ჯარიმით, და ციხით შეაჩერებთ საზოგადოებრივ პროტესტს?! - ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის შესახებ ორ კანონპროექტს განიხილავენ, ანა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს კითხვით მიმართა. 

"ლელოს" წევრის განცხადებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბოლო წლებში პროტესტი სამართალდარღვევის ფორმას იძენს, რის საფუძველზეც ჯარიმები უნდა გაიზარდოს. ანა ნაცვლიშვილი ამ ჩანაწერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ადამიანების პროტესტის ჩახშობა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

“განმარტებით ბარათში გიწერიათ ერთადერთ დასაბუთებად ამ კანონპროექტის, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა და სამართალდარღვევის ფორმას იძენს ეს პროტესტი, ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. ხომ არ ფიქრობთ შემთხვევით, რომ პროტესტი, რომ იმატებს საზოგადოებაში ეს იმის გამო ხდება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა და ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი და მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვა, ამის მართლა გჯერათ?

საზოგადოებისთვის ნათელი, რომ იყოს, ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც თქვენ ახლა ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას. კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რომ მოდის პროტესტის ჩახშობა, ამაზე რას ფიქრობთ? ვერ დააშინებთ ამ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და მიღებთ უფრო მეტ პროტესტს. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, კომენდანტის საათის დროს, ჩუმად, მაშინ როდესაც ადამიანებს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობასაც არ აძლევთ," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები