17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
დავიღალეთ რა, 6 თვიანი შატალო არ გამიგია, შემოვიდნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ, რა არის ვერ გავიგე?! - დავით ზილფიმიანი

"ევროპელი სოციალისტების" წევრმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააკრიტიკა, და ხელისუფლების ოპონენტების 6-თვიან ბოიკოტს "შატალო" უწოდა.

"დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ. სრული შატალოა, 6 თვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ. რა არის ვერ გავიგე?! თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის?! მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

დღის ამბები